11:43 | 2020-04-27 ავტორი: თეონა ყაჭიური

ნუ შეგაქვთ ეჭვი სტატისტიკაში, ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება! – მარინა ეზუგბაია

„ეს სტატისტიკა არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და ეს ერთად უნდა გვიხაროდეს. ყველას ძალიან გთხოვთ, ნუ გაქვთ ეჭვები სტატისტიკასთან დაკავშირებით“,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყანამ შიდაგავრცელების ეტაპს წარმატებით გაართვა თავი.

 

„რატომღაც ყოველთვის ეჭვი ჩნდება, რომ სტატისტიკური მონაცემები არ არის ზუსტი.

 

შევხედოთ ევროპის სხვა ქვეყნებს და ვნახავთ რა მდგომაროებაში არიან.

 

ეს სტატისტიკური მონაცემები არის სწორი და ზუსტი. რატომ უჩნდება ტელეჟურნალისტების რაღაც ნაწილს კითხვები, რომ რაღაც დამალულია, არ ვიცი.

 

ასე მგონია თითქოს სურვილი აქვთ, რომ  მართლა მეტი იყოს. სინამდვილეში არსებული მონაცემები არის სწორი.

 

ეს სტატისტიკა არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და ეს ერთად უნდა გვიხაროდეს. ყველას ძალიან გთხოვთ, ნუ გაქვთ ეჭვები სტატისტიკასთან დაკავშირებით. შესაშური მონაცემებია, რომელიც დადო ქვეყანამ და ეს ყველას ერთად უნდა გვიხაროდეს“,- აღნიშნა ეზუგბაიმ.

 

ქვეყანაში ინფიცირებულების სანდო სტატისტიკა არ გვაქვს, აღარც პიკი დადგა - სერგო ჩიხლაძე
2020-04-21ქვეყანაში ინფიცირებულების სანდო სტატისტიკა არ გვაქვს, აღარც პიკი დადგა - სერგო ჩიხლაძე

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 496 შემთხვევაა დადასტურებული. 

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 6.

 

  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 4833 ადამიანი

 

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571 ადამიანი

 

  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3

 

სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურად ახლდება stopcov.ge-ზე. 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენატარი - +

X