
კორონავიირუსით ინფიცირებით შემთხვევების ზრდის გამო ნორვეგიის მთავრობა საკარანტინო შეზღუდვებს ამკაცრებს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, შეზრუდვები ხელს შეუშლის ვირუსის მეორე ტალღის გავრცელებას ქვეყანაში.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 იანვრიდან 2 კვირის ვადით, რესტორნებსა და ბარებში და ასევე სხვადასხვა ღონისძიებაზე ალკოჰოლის გაყიდვაზე აკრძალვა წესდება.
ამასთან, სახლში 5 ადამიანზე მეტის შეკრება არ შეიძლება. მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში მომხდარებლების რაოდენობა გაკონტროლდება. სპორტული და გასართობი ღონისძიებები გადაიდო.
ამასთან, მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, უახლოესი 2 კვირის განმავლობაში ქვეყანაში და საზღვარგარეთ მოგზაურობაზე უარი თქვან და არც სტუმრები მიიღონ.