fbpx
21:56 | 2021-01-08 ავტორი: ზურა დვალაშვილი

ნორმალურადაა, არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება – რას ამბობენ საპატრიარქოში პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ნორმალურადაა, არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება – რას ამბობენ საპატრიარქოში პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კათოლიკოს-პატრიარქს COVID-19-ზე გამოსაკვლევად ბიოლოგიურ მასალას ხვალ აუღებენ, საპატრიარქო არ ადასტურებს.

 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე “პრაიმტაიმთან” საუბრისას აცხადებს, რომ პატრიარქს კორონავირუსის არანაირი სიმპტომი არ აქვს და გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. უწმინდესს ტესტირება ხვალ არ ჩაუტარდება.

 

“არ არის ეს სიმართლე, უწმინდესი ნორმალურადაა, არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება”, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

ამასთან, ცნობილია, რომ 4 იანვარს ილია მეორის დაბადების დღეზე შორენა თეთრუაშვილიც იმყოფებოდა.

ავტორი: ზურა დვალაშვილი
X