22:13 | 2021-07-20 ავტორი: Prime Time

ნონა გაფრინდაშვილმა ლეო მესის საჩუქარი გაუგზავნა – ნახეთ რა აჩუქა ფეხბურთელს საქართველოს სახელით

ნონა გაფრინდაშვილმა ლეო მესის საჩუქარი გაუგზავნა – ნახეთ რა აჩუქა ფეხბურთელს საქართველოს სახელით

ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა, ლიონელ მესისთვის ჭადრაკის დაფა მოოქრული ფიგურებით დაამზადებინა.

თურქეთში ბავშვი ლამის მომიკლეს და ჭკუიდან გადაიყვანეს - ინტერვიუ 12 წლის ლუკას დედასთან, რომელიც ლეიკემიას ებრძვის
2021-07-20თურქეთში ბავშვი ლამის მომიკლეს და ჭკუიდან გადაიყვანეს - ინტერვიუ 12 წლის ლუკას დედასთან, რომელიც ლეიკემიას ებრძვის

 

საჩუქარი გაფრინდაშვილმა ვერის ბაღში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარადგინა.

„რაც მესისგან საჩუქრად მაისური მივიღე, იმის შემდეგ ვფიქრობდი, საპასუხოდ რა საჩუქარი შემერჩია. მჯეროდა, რომ „კოპა ამერიკას“ მოიგებდა და მინდოდა გამარჯვება განსაკუთრებულად მიმელოცა.

ეს იქნება არა ჩემი, არამედ საქართველოს სახელით გაგზავნილი საჩუქარი, სადაც 2015 წელს ევროპის სუპერთასზე ითამაშა. ვფიქრობ, ეს საჩუქარი მას მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება“, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!