21:07 | 2020-04-07 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ნიუ-იორკში ვირუსით იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტის დროს

ნიუ-იორკში ვირუსით იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტის დროს

„ნიუ-იორკში ვირუსით იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტის დროს“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ასოშიეტედ პრესი“.

 

ვირუსით ქალაქში 3 202 ადამიანი გარდაიცვალა. 2001 წელს მომხდარ ყველაზე საზარელ ტერაქტს კი, 2 977 ადამიანის სიცოცხლეს ემსხვერპლა.

 

რაც შეეხება ნიუ-იორკის შტატს, ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 731 ადამიანი დაიღუპა, რაც შტატისთვის დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ნიუ-იორკის შტატში აღნიშნული ინფექციით 5 500 ადამიანია დაღუპული.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X