10:41 | 2020-03-30 ავტორი: თამარ გონგაძე

ქართველი ტენორი ნიუ-იორკში კორონავირუსით დაინფიცირდა

ქართველი ტენორი ნიუ-იორკში კორონავირუსით დაინფიცირდა

ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველ ტენორს, ბექა გოგინაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ოპერის მომღერალი “ფეისბუქზე” თავად წერს, სადაც ვკითხულობთ, რომ ამჟამად თავს კარგად გრძნობს და კარანტიში იმყოფება.

 

“მას შემდეგ, რაც დადასტურდა კორონავირუსის არსებობა და ტესტმა პოზიტივი აჩვენა, უამრავი პირადი მესიჯი და ზარი შემომდის. სამწუხაროდ, ყველასთან სათითაოდ პასუხის გაცემა და ახსნა, რომ თავს კარგად ვგრძნობ, უამრავ დროსა და ენერგიას მოითხოვს, რაც კრანტინის პირობებში ყოფნის მიუხედავად არ მაქვს. (თავიდანვე გადავწყვიტე, რომ დასამალი არაფერი მაქვს და პირიქით, რაც მეტ ადამიანს გავუზიარებ საკუთარ გამოცდილებას, მგონია, რომ უფრო ნაკლებად იქნებიან სტრესულ მდგომარეობაში.)” – წერს ტენორი.

როგორც მის სტატუსში ვკითხულობთ, ექიმის კონსულტაცია მხოლოდ სატელეფონო ზარით გაიარა. ამერიკაში კარანტინში მყოფი მომღერალი ქართველებს ამხნევებს და შიშის არიდებისკენ მოუწოდებს.

 

 

ბექა გოგინაშვილი: – ასაკოვან და ქრონიკულად დაავადებულ ხალხს უნდა მოვერიდოთ. რადგან თავს კარგად ვგრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ ძლიერი იმუნიტეტი გვაქვს და ვერ მოგვერია ვირუსი. ექიმმა იმით “გვანუგეშა”, რომ თურმე, ნიუ-იორკში უახლოეს კვირებში მაცხოვრებელთა 80%-ის დაინფიცირებას ელიან. უახლოეს კვირებში, ჩვენს ჯანმრთელობას, ასაკისა და ძლიერი იმუნიტეტის გამო, სერიოზული ზიანი არ ემუქრება.

 

ჩვენ არ გვეშინია ერთუჯრედიანი ვირუსის. ადამიანი ცხოვრობს ერთხელ და ნამდვილად არაა სასურველი მთელი სიცოცხლის შიშის ქვეშ გატარება. რა თქმა უნდა, ჰიგიენური ნორმების დაცვა ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობ ძლიერად თავს, როცა ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება უფლის ერთ სიტყვაზეა დამოკიდებული და არა რომელიმე ერთუჯრედიან ვირუსზე.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას და მინდა ყველას ერთად გვჯეროდეს, უფლის ნებით მალე ყველაფერი კარგად იქნება.

 

ბექა გოგინაშვილი ნიუ-იორკში 2015 წელს იტალიის ქალაქ ოზიმოდან ჩავიდა, სადაც მან საოპერო ხელოვნების აკადემია დაამთარა. პირველი სოლო-კონცერტიც იმავე წელს, მანჰეტენზე მდებარე მართლმადიდებლურ ტაძარში, ქართველი და ამერიკელი მსმენელისთვის გამართა.

 

ეს ფოტო კი, რომელზეც ქართველი ტენორი ესპანელ კოლეგასთან, პლასიდო დომინგოსთან ერთად არის გადაღებული, სამი წლის წინანდელია, თუმცა დღეს ორივე კორონავირუსით არის დაინფიცირებული.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები