18:57 | 2021-06-13 ავტორი: Prime Time

“ნიუ ჰოსპიტალის” ეზოში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ბავშვის ოპერაცია წარმატებით დასრულდა, დედას კი ოპერაცია ამ წუთებში უტარდება

“ნიუ ჰოსპიტალის” ეზოში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ბავშვის ოპერაცია წარმატებით დასრულდა, დედას კი ოპერაცია ამ წუთებში უტარდება

“ნიუ ჰოსპიტალის” ეზოში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 4 პირი კლინიკაში რჩება.

 

არასრულწლოვნის ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ის ახლა მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აგრძელებს. რაც შეეხება დედას, მას ოპერაცია ამ წუთებში უტარდება.

 

დანარჩენი დაშავებული 2 პაციენტის მდგომარეობა კი დილიდან უცვლელია და სტაბიურია.

 

როგორია ნიუ-ჰოსპიტალთან უმძიმესი ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა - ექიმის განმარტება
2021-06-13როგორია ნიუ-ჰოსპიტალთან უმძიმესი ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა - ექიმის განმარტება

 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ მიზეზი, რის გამო მოხდა ავარია, რომელსაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

უბედური შემთხვევა თბილისში გუშინ მოხდა, კრწანისის ქუჩაზე სატვირთო მანქანა ჯერ მსუბუქ ავტომობილს დაეცა, რომელშიც ადამიანები ისხდნენ, შემდეგ კი ავტომობილებთან და ხალხთან ერთად საავადმყოფოს ეზოში გადავარდა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 4 კი დაშავდა.

ავტორი: Prime Time


X