17:34 | 2020-05-20 ავტორი: თამარ გონგაძე

ნიჭიერი, მაგრამ უიღბლო – “ბაბულა” 70 წლის გახდა

ნიჭიერი, მაგრამ უიღბლო – “ბაბულა” 70 წლის გახდა

მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი 70 წლის გახდა. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის დასის მსახიობს სცენაზე უამრავი როლი აქვს ნათამაშები, კინოში კი 20-მდე… პოპულარული გახდა გიორგი შენგელაიას ფილმით “სიყვარული ყველას უნდა”. მას შემდეგ მან გიორგის სხვა ფილმებშიც ითამაშა.

 

განუმეორებელ ბაბულას კი მისი ხირხალა, მსახიობი ამირან ქადეიშვილი იხსენებს.

 

ამირან ქადეიშვილი: – ლაურაზე 14 წლით უფროსი ვარ. საუკუთესო მსახიობი და პარტნიორია. არაჩვეულებრივი მეგობარია, ჩვენი მეგობრობა ფილმის შემდეგ გაგრძელდა. თუ სადმე შევხვდებოდი, ისე არ გამიშვებდა, კარგად რომ არ გვენახა ერთმანეთი სასაუბროდ.

 

რატომ ისწავლა მსახიობმა ლაურა ...

 

ფილმში სიმღერა „შენ ჩემი მზე ხარ“, რომელსაც ქეთოს სახლში, ხინკლის ჭამის დროს ვმღერით, ჩვენ ავარჩიეთ, მე და ლაურამ. ეს სცენა მეც მომწონს, კარგი გადაღებულია. თუმცა უსინდისობას იდენს ჩემი გმირი, ერთთან მივიდა, მეორე წამოიყვანა.

 

გოგრის უკან წაღება ჩემი მოფიქრებულია. სცენარის მიხედვით ეს გოგრა უნდა დამეტოვებინა. მაგრამ სპონტანურად დავავლე ხელი და წავიღე. გიორგი შენგელაიას ეს სცენა მოეწონა, რა კარგად გააკეთეო და დატოვა ფილმში.

 

ზურა ყიფშიძე: მრცხვენია, რომ ვითამაშე ფილმში „მიდიოდა მატარებელი“
2020-04-07ზურა ყიფშიძე: მრცხვენია, რომ ვითამაშე ფილმში „მიდიოდა მატარებელი“

 

მინდა ლაურას დაბადების დღე მივულოცო და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. ძალიან მიყვარს…

 

ბაბულას მაყვალაც იხსენებს. ლაურა და დარეჯან ხაჩიძე ერთი თეატრის მსახიობები არიან და “სიყვარული ყველას უნდას” შემდეგ მათ სცენაზეც არაერთხელ ითანამშრომლეს.

 

დარეჯან ხაჩიძე: – ლაურას 45 წელია ვიცნობ. გულწრფელი, მხიარული, ძალიან თავისებურია. ძალიან ნიჭიერია. მიყვარს მასთან ერთად მუშაობა.

 

როგორც კახეთია ლაღი, ისეთი ლაღი იყო ლაურა „სიყარული ყველას უნდას“ გადაღების დროს. ის დღესაც ასეთია. მხიარული და ცოტა შერეკილია. არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს და ბედნიერი ქალია. მისგან სიცოცხლის სიყვარული გადმოგედებათ, ღვინის და კახეთის სიყვარული გადმოგედებათ. დაუდგრომელია და მის გვერდით ყურების ჩამოყრის უფლება არ გაქვს.

 

ლაურა რეხვიაშვილის პოპულარობა ბოლო პერიოდში ერთი-ორად გაზარდა სერიალმა “ჩემი ცოლის დაქალები,” სადაც მან მეგრელი ეგონას როლი შეასრულა. კახელმა მსახიობმა მეგრელი ქალის სახე არაჩვეულებრივად მოირგო. იშვიათი სიზუსტით შეძვრა გმირის ტყავში და ნამდვილია.

 

ჰგავს თუ არა ლაურა რეხვიაშვილი ...

 

სადაც ეგონა, იქაც ნატრული. “დას” დაბადების დღეს მარიანი კახიანი ულოცავს.

 

მარინა კახიანი: – ჩქიმ დაიას იუბილეს ვულოცავ. ბევჯერ მიმელოცოს არა მხოლოდ დაბადების დღე, არამედ როლები, გამარჯვებები. დარწმუნებული ვარ, ბევრი როლით გააკვირვებს თაყვანისმცემლებს, კოლეგებს, პარტნიორებს. ვისურვებდი, რომ ჩვენ კიდევ ვყოფილიყავით პარტნიორები. ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ჩვენი ტანდემი განმეორდეს.

 

ის ჭეშმარიტად არტისტია და მინდა დიდხანს იარტისტოს. დიდხანს იყოს თავის ლამაზ ოჯახთან ერთად.

 

სხვათა შორის, როდესაც ჩემმა ახლობლებმა შეიტყვეს, თუ რამდენი წლის გახდა ლაურა, გაოგნდნენ. ეს გაოცება მხოლოდ მისი გარეგნობიდან გამომდინარე არ არის, რომ მოვლილია და კარგად გამოიყურება. ლაურა თანამედროვეა თავისი ენერგიით, სიცოცხლით სავსე და ახალგაზრდა ქალია. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია.

 

ჩვენ სხვადასხვა თეატრებში ვთამაშობთ და „ჩემი ცოლის დაქალებამდე“ პარტნიორობა არ მოგვიწია. თუმცა არ შემიძლია არ გავიხსენო ჩვენი სტუდენტობის პერიოდი და შემდეგი პერიოდიც. მე მის სპექტაკლებზე დავდიოდი და აღფრთოვანებული ვიყავი მისი თამაშით, განსხვავებულობით.

 

ლაურა რეხვიაშვილის ბავშვობა და ...

 

გარდა იმისა, რომ სცენაზე არა მხოლოდ გარეგნობით და სიმაღლით არის შესამჩნევი, არამედ შინაგანად, ენერგეტიკით. რუსულ სიტყვას მოვიშველიებ მისი დახასიათებისას და ბოდიშს ვიხდი ამისთვის, „იარკაია“, მკვეთრი სხვა სიტყვაა.

 

მსახიობები წინა თაობებიდან რაღაცებს ვსწავლობთ. ზოგჯერ უმცროსი თაობისგანაც. მე შემიძლია ვთქვა, რომ როგორც მსახიობმა ლაურასგან რაღაცები ვისწავლე.

 

მიხარია, როდესაც აღნიშნავენ, რომ სერიალში ჩვენი ტანდემი შედგა. გადასაღებ მოედანზე და სცენაზეც პარტნიორთან ერთად თამაში პინკ-პონკის თამაშს გავს.

ყველას ვთხოვ, ახლოს ვიყოთ სოფლებთან - როგორ აღნიშნა იუბილე გიორგი უშიკიშვილმა
2020-03-31ყველას ვთხოვ, ახლოს ვიყოთ სოფლებთან - როგორ აღნიშნა იუბილე გიორგი უშიკიშვილმა

 

“ჩემი ცოლის დაქალებში” ლაურას გარეშე რომ მქონია გადაღება, ნამდვილად მაკლდა ის. ჩვენ ერთად ძალიან შეხმატკბილებული ვართ და გადაღებისას პროფესიონალურად ვერთობით.

 

თვალებითაც ვთამაშობთ, ერთმანეთს “პასებს” ვაწვდით და ეს სასიამოვნოა, როგორც ჩვენთვის, ისე, ვფიქრობ, მაყურებლისთვისაც. ჩვენ ასე გატაცებით ვუდგებით ამ როლებს და თვითონვე „ვერთობით“ გადასაღებ მოედანზეც.

 

მხოლოდ კახური იუმორი არ აქვს. კახელების იუმორი მძიმეა და ლაურას ბევრნაირი იუმორი აქვს… იუმორების თაიგული აქვს შეკრული.

 

მშრომელი მსახიობია. გადაღების დროს სათქმელ სიტყვებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. გააჩერებს გადაღებას, ჩაყვება თავის სიტყვას და სცენარის ავტორის ჩანაფიქრამდე ჩაწვდომა სურს.

 

მისი ფრაზა „თავი არ წაიქციო, ნატრული“ აიტაცეს და ქუჩაშიც უთქვამთ ჩემთვის ეს ფრაზა. ბევრჯერ “ჩაშლილა” გადაღება, ჯგუფის წევრებს ჩვენს სცენებზე სიცილი დაუწყიათ.

 

უშუალო არტისტს ინტერვიუებში უთქვამს, რომ სოფელში დაიბადა-გაიზარდა და ის, რაც მასში მოსწონთ, სწორედაც რომ სოფელმა მისცა. შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა მაშინ, როდესაც შვილი გააჩინა და 90-იანების არეულ თბილისს გაეცალა. დაბრუნდა კახეთში, წამლავდა ვენახს, უვლიდა ღორებს, ქათმებს, აცხობდა პურს და ყიდდა.

ჰყავს მეუღლე, რეჟისორი დავით ნაცვლიშვილი და ვაჟი, მათე ნაცვლიშვილი.

 

“მე ამ დონის ნიჭიერი რეჟისორი ჩვენს სინამდვილეში არ შემხვედრია, მას მოსკოვში აქვს განათლება მიღებული. მაგას რა მაფიქრებინებდა, რომ ჩემი მეუღლის კამერის წინ არასოდეს არ აღმოვჩნდებოდი და გადასაღებად არ დამიძახებდა – მზად ხარ, ლაურა? ეს არ მოხდა, ამიტომ ხელი აიღო ამ საქმეზე და მევენახეობას მიჰყო ხელი” – საკუთარ ქმარზე “უხერხულ კითხვებში” მოჰყვა მსახიობმა. 

2020-05-19"ამ ყველაფრიდან "ამახვევინეს", თუმცა დახვრეტას გადავრჩი" - რას იხსენებს "პრაიმტაიმთან" ზურაბ ცინცქილაძე

 

“პრაიმტაიმთან” მსახიობმა თავის ამჟამინდელ განწყობაზე ისაუბრა.

 

ლაურა რეხვიაშვილის ბავშვობა და ...

 

ლაურა რეხვიაშვილი: – ჩემს კარ-მიდამოში ვარ, თელავის რაიონის სოფელ რუისპირში. ინტერნეტი და ტელევიზია რომ არ ყოფილიყო, კორონას შესახებ ვერც გავიგებდი. კახეთი ისედაც მწვანე ზონაა. არ ვიცი გომბორის უღელტეხილმა შეაჩერა ვირუსის გავრცელება თუ კავკასიონმა.

 

ჩემს მეუღლესთან და გერმანულ ნაგაზთან, შულცთან ერთად ვარ ჩემს შემორაგულში, ფუსფუსში გართული. დაცული ვარ ყველაფრისგან, ჩემი შულცი კიდე შაშვებიდან დაწყებული მღრღნელებით დამთავრებული, არავის ზედმეტად არ აჭაჭანებს.

 

70 წელი ცოტა არ არის, მაგრამ არც 90 წელს განვიცდიდი, თუ ასე ვიქნებოდი, როგორც ახლა ვარ. მთავარია შინაგანი განწყობა. არ ვიგონებ. ჩემი ენერგეტიკით, აურით და დამოკიდებულებებით რაც ვიყავი, ისევ ის ვარ.

 

ამისთვის შინაგანად მდიდარი უნდა იყო, რომ არაფერმა წაგძლიოს. ღირებულებებს პატივს უნდა სცემდე და ადამიანი უნდა გეცოდებოდეს, წელგამართული რომ იყო აქაც და იქაც…

 

როგორ აღნიშნა სალომე ღვინიაშვილმა დაბადების დღე - ფოტოები 
2020-05-18როგორ აღნიშნა სალომე ღვინიაშვილმა დაბადების დღე - ფოტოები 

 

ვერ ვიცხოვრე ისეთ სახელმწიფოში, სადაც ჩემი რეალიზება მოხდებოდა. ეს ჩემზე არ იყო დამოკიდებული, ასეთი დრო შემხვდა.

 

გენიალურმა სოფიკო ჭიაურელმა თქვა, მსახიობს ნიჭთან ერთად იღბალიც უნდაო. მე ისეთი იღბალი მქონდა, ყველა საუკეთესო რეჟისორი ჩემს დროში მოღვაწეობდა და მათთან მივაღწიე იმას, რომ გავაკეთე იმის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შემეძლოო, ამბობდა. მე ეს არ შემხვდა, საყვარელო.

 

მე ამ დემოკრატიის და გახსნილი სამყაროს პირობებში ისიც არ შემხვდა, რომ რომელიმე ქასთინგზე გავჯიბრებოდი ჰოლივუდის მილიარდებად შეფასებულ მსახიობებს. რამდენი მილიონით ვაჯობებდი, არ იყო საინტერესო? ამის საშუალებაც არ მომეცა მე, რომელსაც დიდი მაესტრო, მიხეილ თუმანიშვილი მეუბნებოდა, მასალა ხარ ისეთი, როგორიც მე აქამდე არ შემხვედრიაო. რად მინდა მხოლოდ ეს…? ვერავის გავეჯიბრე. არ ვწუწუნებ. უბრალოდ, ფაქტი აღვნიშნე…

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +