fbpx
09:59 | 2020-09-09 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ნინოწმინდაში 45 წლის მამაკაცი დედაზე, მამაზე და მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს

ნინოწმინდაში 45 წლის მამაკაცი დედაზე, მამაზე და მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ძალადობისთვის, 1975 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს.

 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბოლო სამი თვის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა მეუღლის – 1975 წელს დაბადებული ა.ი.-ის, მამის – 1948 წელს დაბადებული შ.ი.-ისა და დედის – 1950 წელს დაბადებული ნ.ი.-ის მიმართ. ერთ-ერთი ურთიერთშელაპარაკების დროს, ა.ი. ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და საცხოვრებელ სახლში არსებული ავეჯი დააზიანა.

 

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 44 შემთხვევა გამოვლინდა
2020-09-09საქართველოში კორონავირუსის კიდევ 44 შემთხვევა გამოვლინდა

 

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიება ოჯახში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X