18:38 | 2020-04-24 ავტორი: თამთა თორდია

ნინო ორჯერ მყავს ნანახი – თენგიზ ცერცვაძე ანუკი არეშიძის დედაზე და მის ინოვაციურ მეთოდზე

ნინო ორჯერ მყავს ნანახი – თენგიზ ცერცვაძე ანუკი არეშიძის დედაზე და მის ინოვაციურ მეთოდზე

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, დიზაინერ ანუკი არეშიძის დედის, ნინო ჭუმბურიძის და მისი ინოვაციური მეთოდის შესახებ პრაიმტაიმთან საუბრობს.

 

იცნობს თუ არა ქალბატონ ნინოს პირადად, ამ კითხვაზე გვპასუხობს, რომ მხოლოდ შორიდან იცნობს.

 

ის მის ინოვაციურ მეთოდზე საუბრობს, რომელიც სარგებლის მომტანია და სიკვდილიანობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

 

„მე ნინოს შორიდან ვიცნობ, 2-ჯერ მყავს ნანახი. გუშინ ვიყავი გორში სადაც შევხვდი მას.

 

მე ვიცოდი, რომ ქალბატონი ნინო ტუბერკულოზის ცენტრში მუშაობდა, მაგრამ ის პარალელურად გორის სამხედრო ჰოსპიტალში თერაპიული მიმართულების ხელმძღვანელია.

 

მან თქვა, ასეთი რამ, რომ მისი ინიციატივით, გორში შეიქმნა, კოვიდ ავადმყოფების კომორბიდული დაავადების მართვის კლინიკური ჯგუფი.

 

– რას ნიშნავს ეს? 

 

კომორბიდული დაავადებები ნიშნავს თანმხლებ დაავადებებს, ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, ნინოს ინიციატივით შეიქმნა კორონავირუსის ინფექციის თანმხლები დაავადებების კლინიკური ჯგუფი.

 

ეს იდეა ძალიან მომეწონა და ჩავთვალე, რომ ეს ყველა კლინიკაში უნდა დაინერგოს და ამას რეკომენდაციასაც გავუწევ, რომ ასეთი ჯგუფები შეიქმნას.

 

ეს კოვიდ ინფექცია არის ძალიან თავისებური ინფექცია, რომლის დროსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა პაციენტის გადარჩენისთვის აქვს არა მარტო თვითონ ამ ვირუსს, არამედ რა თანმხლები დაავადებები აქვს პაციენტს.

 

იგულისხმება: შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, ინსულტი და სხვა.

 

და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გარდაცვალების ხშირი მიზეზი არის კომორბიდული დაავადებები, ვიდრე კოვიდის ვირუსი და ამიტომ, კოვიდს მართავს ექიმი ინფექციონისტი და ექიმი რეანიმატოლოგი, მაგრამ ამ დროს ამ ავადმყოფების ნახევარზე მეტს აქვს ეს დაავადებები, რაც ჩამოგითვალეთ.

 

ამ თითოეულ დაავადებას ჰყავს თავისი სპეციალისტი, მაგალითად, შაქრიან დიაბეტს უკეთესია, რომ უმკურნალოს ენდოკრინოლოგმა, გულის უკმარისობას კარდიოლოგმა და ა.შ

 

შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რად უნდა ამას ცალკე ჯგუფის შექმნა, თუ აქვს კომორბიდული დაავადებები და თუ არის ამ სპეციალობის ექიმი, ნახოს იმან, ხოლო თუ არ არის – გამოიძახოს.

 

სხვადასხვა დარგის სპეციალისტები არის ყველგან, მაგრამ ჩართული არ არიან კოვიდ ინფექციის მკურნალობაში და როცა იქნება კრიტიკული მართვის ჯგუფი, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ მას ხვეწნა და მუდარა და გამოძახება არ უნდა.

 

მათ ეცოდინებათ, რომ კოვიდიანი ადამიანი, რომ შემოვა ყველამ უნდა გასინჯოს და შესაბამისი დანიშნულება მისცეს.

 

აი ეს არის კომორბიდული დაავადებების მართვის ჯგუფი, რომელიც ძალიან სასარგებლოა და სიკვდილიანობას მნიშვნელოვნად შეამცირებს“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები