22:58 | 2021-10-06 ავტორი: თამარ გონგაძე

“ნინო კასრაძემ ნამდვილი ქარიშხალი დაატრიალა” – სპექტაკლს მოწყურებულმა მაყურებელმა ბილეთები აღარ დატოვა

“ნინო კასრაძემ ნამდვილი ქარიშხალი დაატრიალა” – სპექტაკლს მოწყურებულმა მაყურებელმა ბილეთები აღარ დატოვა

“ახალ თეატრში” 12, 14 და 16 ოქტომბერს პრემიერაა. ვასო აბაძიძის სახელობის ახალი თეატრი სეზონს “ოიდიპოს მეფით” ხსნის.

 

წინასწარმეტყველების გარეშეც, თუ ჩვენ ყოველდღე გავაცნობიერებთ, როგორ ვკლავთ ჩვენსავე მამებს და ვქორწინდებით საკუთარ დედებზე, მაშინ აღარ იქნება მითიური სოფოკლეს “ოიდიპოსი”! ის აღარც ტრაგედია იქნება და გახდება ჩვენი ყოველდღიურობის გარდაუვალი ბედისწერა, რომლის შეცვლასაც მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენც გვყავს შვილები და ერთ დღეს, ისინიც, ჩვენ ან ………. ან ………! – ვკითხულობთ თეატრის ფეისბუქგვერდზე.

 

 

სპექტაკლს სამი აფიშა აქვს. ყველა საინტერესო, მათ შორის, ერთ-ერთიდან კი ვიგებთ, რომ სპექტაკლში ნინო კასრაძე თამაშობს. თეატრი პირველად თანამშრომლობს მსახიობთან და არა მხოლოდ მასთან.

 

პანდემიურ რეალობაში თეატრს მონატრებულმა მაყურებელმა, ბილეთებს, ინტერნეტსივრცეში დადებისთანავე, მუსრი გაავლო. 18 ოქტომბერს მეოთხე სპექტაკლი დაემატა.

 

 

სპექტაკლის რეჟისორი დავით დოიაშვილი გახლავთ. ოიდიპოსის როლში კახა კინწურაშვილს იხილავთ, დედის, იოკასტას როლში – ნინო კასრაძეს.

 

არჩილ სოლოღაშვილი: – ნინო კასრაძე პირველად თანამშრომლობს ჩვენს თეატრთან. ფანტასტიკურია, სულ სხვა ხიბლი და ნამდვილი ქარიშხალი დაატრიალა. პროფესიონალია პირად ურთიერთობებშიც, სცენაზეც. ძალიან სასიამოვნოა მასთან ერთად თამაში.

 

მე ვარ ლაიოსის მწყემსი. რომლისგანაც ოიდიპოსი თავის თავზე იგებს ყველაფერს.

 

მონატრებული ვარ თამაშს. სხვა შეგრძნება არ მაქვს.

 

ეს არ არის მიუზიკლი, დრამატული სპექტაკლია. მინიმალისტური ჟანრია, განსხვავებული სპექტაკლია. აქციასავით სპექტაკლია. სოფოკლეს ეს სათქმელი სულ აქტუალურია. უკვდავი პიესაა. შესაბამისად, მგონია, რომ სპექტაკლი აქტუალურობას არ დაკარგავს.

ბილეთები უკვე გაყიდულია. დადებისთანავე აღარ იყო.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X

error: Content is protected !!