12:20 | 2020-09-15 ავტორი: Prime Time

ნინო ეფაძე: გვაქვს კორონავირუსის ერთეული შემთხვევები აჭარის მუნიციპალიტეტებში

ნინო ეფაძე: გვაქვს კორონავირუსის ერთეული შემთხვევები აჭარის მუნიციპალიტეტებში

ერთეული შემთხვევები გვაქვს მუნიციპალიტეტებში – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთეული შემთხვევების წყარო უცნობია, თუმცა გაფართოებული კვლევით ხდება ამ პირების გამოკვლება.

 

„124 ახალი შემთხვევიდან 5 საკარანტინე სივრციდანაა. შემთხვევათა უმეტესი წილი გახლავთ უკვე წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, რომლებიც იმყოფებოდნენ იზოლაციაში.

გარდა ამისა, შემთხვევები გამოვლენილია რამდენიმე პედაგოგთან, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებებთან.დაკავშირებული, მოხუცთა თავშესაფარში.

 

მოგეხსენებათ აჭარაში გაფართოებული ტესტირება ტარდება. მიმდინარეობს როგორც ახლო კონტაქტების, ასევე იმ ადამიანების ტესტირება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვინც ტვითონ თვლიან, რომ შესაძლებელია იყვნენ რისკის ქვეშ.

 

განსაკუთრებით თუკი ისინი დაუცველი იმყოფებოდნენ რაიმე საზოგადოებრივი თუ რაიმე კერძო თავშეყრის ადგილებში. განსაკუთრებით ეს ეხება სადღესასწაულო სუფრებს.

 

დღეს კლინიკებში გვყავს 414 პაციენტი. აქედან 285 კლინიკაშია, ხოლო 129 კი კარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ.

ერთეული შემთხვევა გვაქვს მუნიციპალიტეტებშიც, მაგრამ რეალურად ძირითადად ეს უკავშირდება ბათუმს, სადაც გამოვლენილია შემტხვევები, აუცილებლად ხდება კომუნიკაცია, მიმდინარეობს შეფასება.და შესაბამისი რეკომენდაციებისმიცემა და მეთვალყურეობა.

 

მუშაობს პარალელურად ორი კარავი და პოლიკლინიკები. ერთეული შემთხვევების წყარო უცნობი იყო, მაგრამ გაფართოებული კვლევებით ხდება ამ პირების დეტალური გამოკვლევა, შესაძლო ყველა ახლო კონტაქტის დადგენა.

 

შემთხვევების მცირედი ზრდა შეიძლება ისევ დაგვიფიქსირდეს, რადგან დადასტურებული შემთხვევების უკან დგას მათი ოჯახის წევრები, ახლო კონტაქტები. მათ შესაძლოა დაავადება გამოუვლინდეთ მომდევნო დღეებში.

 

თუ ჩვენ გავაგრძელებთ ამ ტაქტიკით მოქმედებას, დავიცავთ ყველა რეგულაციას, ამის შედეგად ჩვენ ალბათ შევძლებთ სიტუაცია იყოს უფრო მშვიდი და მოვერიოთ ამ სიტუაციას“, -განაცხადა აჭარის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ.

 

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X