18:15 | 2020-04-26 ავტორი: თამარ გონგაძე

ნინო ჩხეიძეს კარანტინმა ახალი გატაცება შესძინა – „არაფერი დამიგეგმავს… ისე მესიამოვნა”

ნინო ჩხეიძეს კარანტინმა ახალი გატაცება შესძინა – „არაფერი დამიგეგმავს… ისე მესიამოვნა”

პანდემიურმა კარანტინის პერიოდმა ნინო ჩხეიძეს ახალი გატაცება გაუჩინა. გუშინ მომღერალს, ძველ თბილისში სეირნობის დროს, ფოტოების გადაღება მოუნდა. აიღო თავისი აიფონ 11 და დედაქალაქის ისტორიულ, ლამაზ უბნებს ეს ლამაზი ფოტოსესია მოუწყო.

 

როგორც „პრაიმტაიმთან” საუბრისას დასძინა, ისე გაიტაცა ამ „ხელობამ”, რომ ხვალ მარჯანიშვილის გადაღება დაგეგმა.

 

ნინო ჩხეიძე: – არაფერი დამიგეგმავს. ძველ თბილისში გავისეირნე და იმდენად მომნატრებია, რომ რა ადგილიც მომეწონა, ავდექი და გადავიღე.

 

 

 

 

ორი თვეა სახლში ვარ და გარეთ გასულმა, სულ სხვა თვალით და კუთხით დავინახე ჩვენი ქალაქის ლამაზი ადგილები.

 

ულამაზესია და თითქოს უფრო მეტად დავაფასე ეს სილამაზე.

 

 

 

 

აქამდე ქალაქის ხედები არასდროს გადამიღია. ეს ჩემი პირველი მცდელობაა და ამ კარანტინის პერიოდში ისე მესიამოვნა გადაღება, რომ ხვალაც ვაპირებ მარჯანიშვილზე წავიდე და ფოტოები გადავიღო. კარგ ხასიათზე მაყენებს.

 

სხვათა შორის, ინსტაგრამიც ახალ თემაზე გადავაწყე და ვაპირებ ამ სტილის ფოტოები განვათავსო…

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები