01:42 | 2020-05-28 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ნიკოლოზი თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში! – ახალი დეტალები ყველაზე გახმაურებული სკანდალის გარშემო

ნიკოლოზი თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში! – ახალი დეტალები ყველაზე გახმაურებული სკანდალის გარშემო

ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციაში თავად მივიდა. ეს განცხადება მან “რადიო უცნობის” ეთერში გააკეთა.

 

“ნიკოლოზი ისეთი მშვიდი ადამიანია, ვინც იცნობს, მისთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა იძალადოს შვილზე ან შვილის დედაზე? იმდენად დაბალი ხმის ტემბრი აქვს, მოსამართლემ პროცესზე, ორჯერ მისცა შენიშვნა ხმამაღლა ისაუბრეო. ის ამ წუთშიც ფიქრობს მის შვილზე და უფრთხიოლდება მისი შვილის დედის ავტორიტეტსსაც.

 

არასამთავრობოები მანამდე არ დაშოშმინდნენ სანამ ნიკოლოზს ხელბორკილები არ დაადეს. ბატონი ნიკოლოზი, ბოლო ორი წლის მანძილზე იმყოფებოდა ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ.

 

 

ვაიგნორებ ლანძღვა-გინებებს - ნეკა დოროყაშვილის უფლებადამცველი
2020-05-26ვაიგნორებ ლანძღვა-გინებებს - ნეკა დოროყაშვილის უფლებადამცველი

 

 

გუშინ მითხრა, ბევრი ჩემს ადგილას სპორტს დაანებებდა თავსო. ის მუდამ დასტრესილი იყო, მნიშვნელოვანი თამაშების წინ ურეკავდნენ ადვოკატები, იყო ასეთი შემთხვევა, უიმბლდონის თამაშის წინა ღამეს, ორ საათზე ადვოკატებმა დაურეკეს და უთხრეს გადაეგზავნა სარჩელი, რომ დაყადაღებული ჰქონდა ყველაფერი. მისთვის ქონებრივ დავაზე საუბარი იმდენად შეურაცხმყოფელია, რომ უჭირს ამაზე საუბარი.

 

როგორც წესი როცა ადამიანები ძალადობენ, ან მიიმალებიან ან მტკიცებულებების განადგურებას ცდილობენ. ნიკოლოზმა კი, თავად სთხოვა მეზობელს, რაც იყო გადაღებული სათავლთვალო კამერებით ტელეფონით გადაეღო, ამის შემდეგ, საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციაში რათა ეთქვა, რომ ასეთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი და იქ დახვდა მისი მეუღლე.

 

 

2020-05-27"ბავშვის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა" - დოროყაშვილის ადვოკატი ახალ დეტალებს ჰყვება

 

 

დაკავების ოქმში მონიშნულია ის პუნქტი სადაც წერია, რომ ის შეიძლება დაემალოს გამოძიებას. სად უნდა მიმალულიყო როცა საზღვრები ჩაკეტილია, როცა არ უძალადია არავიზე.

 

ის ამბობს როგორ შეიძლება ჩემს შვილს ვედავო ქონებაზე, მე თუ რამეს ვაკეთებ – ვაკეთებ ჩემი შვილისთვისო.

 

 

2020-05-27"ბავშვის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა" - დოროყაშვილის ადვოკატი ახალ დეტალებს ჰყვება

 

 

ვფიქრობთ ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, მოძალადეთ რომ წარმოჩენილიყო საზოგადოებაში. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება რაც მის დანაშაულს დაადასტურებს” – განაცხადა ადვოკატმა.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

X