fbpx
18:04 | 2020-05-11 ავტორი: თამარ გონგაძე

ნიკოლოზ რაჭველმა იტალიელ ხალხს კომპოზიცია მიუძღვნა – “ის უბრალოდ გენიოსია”

ნიკოლოზ რაჭველმა იტალიელ ხალხს კომპოზიცია მიუძღვნა – “ის უბრალოდ გენიოსია”

მაესტრო ნიკოლოზ რაჭველმა იტალიელ ხალხს, მხარდასაჭერად, მუსიკალური კომპოზიცია მიუძღვნა. მაესტრომ თავისი ნამუშევრით მუსიკალური დიალოგი იტალიელ მუსიკოსთან, მარიო სტეფანო პიეტროდარკისთან გამართა.

 

 

მარიო დაცარიელებული მშობლიური ქალაქის, ათესას (კიეტის პროვინციაში) მონასტერში ზის და ქართველი მეგობრის მუსიკას აკორდეონზე გულშიჩამწვდომად ასრულებს. ნიკოლოზ რაჭველი კი თბილისში, “ლენო სტუდიაში”ფორტეპიანოს უზის.

 

 

იტალიელი მუსიკოსი საქართველოს 2018 წელს სტუმრობდა, როცა მან მონაწილეობა მიიღო “კონცეპტArt”-ის მუსიკალურ წარმოდგენაში – “მეხსიერების ბარათი – მსოფლიო კინომუსიკის შედევრები”. ის “კონცეპტArt”-ის წევრია.

 

აკორდეონისტს იტალიელმა მწერალმა და სცენარისტმა, ტონინო გუერამ მეგობრული რჩევა მისცა, საქართველოში ჩასულმა აუცილებლად მოინახულე რეზო გაბრიაძის თეატრიო.

 

“მე გამიმართლა! ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო შემესრულებინა ნაწარმოები სანტა მარია დელი ანჯელის წმინდა მონასტერში.

 

ეს მუსიკალური მარგალიტი სპეციალურად ჩვენი ხალხისთვის შექმნა ერთ-ერთმა საუკეთესო მუსიკოსმა, ვინც კი ოდესმე შემხვედრია.

 

ის უბრალოდ, გენიოსია და მისი სახელია – ნიკოლოზ რაჭველი. რომ ნახავთ და მოისმენთ, ამაში თავად დარწმუნდებით.

 

დიდი პატივისცემა და მადლიერება თეონა ჯორბენაძეს, რომელმაც ჯადოსნური გზებით შექმნა ეს ვიდეო” – წერს მარიო სოციალურ ქსელში.

 

Georgian Composer Nikoloz Rachveli’s piece to Italian people

პრემიერა! დისტანციური დიალოგი მუსიკით #3ნიკოლოზ რაჭველის ულამაზესი ნაწარმოები, რომელიც ყველაზე მძიმე დღეებში მიუძღვნა იტალიელ ხალხს!სოლისტი / მარიო სტეფანო პიეტროდარკიGeorgian Composer Nikoloz Rachveli’s piece to Italian peopleSoloist / Mario Stefano PietrodarchiDirector / Teona JorbenadzeEditor / Saba PruidzeCamera & Sound / Giorgi Gvarjaladze

Gepostet von ConceptArt • კონცეპტArt am Sonntag, 10. Mai 2020

 

ვიდეორგოლი “ლენო სტუდიაშია” აწყობილი. ჟღერადობა და გადაღება – გიორგი გვარჯალაძე, რეჟისორი – თეონა ჯორბენაძე, ედიტორი – საბა ფრუიძე.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X