17:48 | 2021-06-13 ავტორი: Prime Time

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირზე მეორე მატჩი მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირზე მეორე მატჩი მოიგო

მართალია, ჯერ როლან გაროსი არ დასრულებულა, თუმცა საჩოგბურთო ტურში უკვე ალაგ-ალაგ ბალახის სეზონის ტურნირებიც დაიწყო, რომელთაგან უდავოდ გამორჩეული ჰალეს უპრესტიჟულესი შეჯიბრია.

Apple Watch-მა ვაშინგტონში მცხოვრები მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინა
2021-06-13Apple Watch-მა ვაშინგტონში მცხოვრები მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინა

 

ცოტა მოულოდნელი კი არის, მაგრამ ფაქტია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეში პირდაპირ ძირითად ბადეში ვერ მოხვდა და საკვალიფიკაციო გზის გავლა უწევს. ქართველი ჩოგბურთელიც წარმატებულად მიიწევს წინ.

 

პირველ წრეში რუდოლფ მოლეკერის დაძაბულ ბრძოლაში ძლევის შემდეგ, ბასილაშვილმა მეორე ეტაპზე კიდევ ერთ გერმანელს, რეიტინგის 96-ე ნომერს იანიკ ჰანფანს ორ სეტში – 7:6, 6:4 აჯობა და საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალში გავიდა.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილს ჰალეს ტურნირის ძირითად ბადემდე, რომლის საპრიზო ფონდიც 1,455,925 ევროა ერთი ნაბიჯი აშორებს, სადაც მისი მეტოქე მსოფლიოს 213-ე ნომერი, სლოვაკი ლუკას ლაცკო იქნება.

ავტორი: Prime Time


X