18:09 | 2021-06-12 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო. 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელი, რომელიც ATP-ის რეიტინგში 31-ე ადგილს იკავებს, საკვალიფიკაციო ბადის მეოთხედფინალში, მსოფლიო რეიტინგის 262-ე ნომერს, 20 წლის გერმანელ რუდოლფ მოლეკერს შეხვდა და ორ სეტში – 7:6, 7:6 მოუგო.

 


მატჩი საათსა და 31 წუთს გაგრძელდა. შეხვედრაში ორმაგი შეცდომა საერთოდ არ დაუშვია, მან 5 ეისი მოაწოდა და მეტოქეს ტაიბრეიკზე 2-ჯერ აჯობა. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ ტაიბრეიკზე 9:7 გაიმარჯვა, მეორე კი 7:5 მოიგო.

 

ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ბადის ნახევარფინალში კიდევ ერთ გერმანელ ჩოგბურთელს შეხვდება. ბასილაშვილის მეტოქე ამჯერად მსოფლიო რეიტინგის 96-ე ნომერი, იანიკ ჰანფმანი იქნება, რომელსაც ნიკა კარიერაში პირველად დაუპირისპირდება. მატჩი 13 ივნისს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X

error: Content is protected !!