14:40 | 2020-07-27 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა და მისმა გერმანელმა რჩეულმა საქართველო დატოვეს

ნიკოლოზ ბასილაშვილმა და მისმა გერმანელმა რჩეულმა საქართველო დატოვეს

ნიკოლოზ ბასილაშვილმა და მისმა გერმანელმა რჩეულმა შარლოტა ჰელენამ საქართველო დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია “პრაიმტაიმს” წყვილის ახლობელმა დაუდასტურა.

 

მისი თქმით, ბასილაშვილმა ქვეყანა 20 ივლისს დატოვა

 

სად იმოგზაურეს ერთად ნიკოლოზ ბასილაშვილმა და მისმა გერმანელმა საცოლემ - შარლოტა ახალ ფოტოს აქვეყნებს
2020-06-22სად იმოგზაურეს ერთად ნიკოლოზ ბასილაშვილმა და მისმა გერმანელმა საცოლემ - შარლოტა ახალ ფოტოს აქვეყნებს

 

შარლოტა და ნიკოლოზი საქართველოში რამდენიმე თვის მანძილზე იმყოფებოდნენ ერთად.

 

ახალგაზრდა ჩოგბურთელი, საყვარელი მამაკაცის გვერდით იმყოფებოდა იმ დროსაც, როდესაც ის ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

 

შარლოტა საქართველოში ჩოგბურთის კორტებზე ვარჯიშობდა და ცდილობდა სპორტული ფორმა არ დაეკარგა.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანელ რჩეულთან ერთად

 

გამგზავრების წინ, შარლოტამ ინსტაგრამზე ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ემოციური წარწერა გაუკეთა.

 

“მადლობა კორონა ამ ხალხთან დროის გატარებისთვის” – წერს შარლოტა.

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X