14:49 | 2020-05-25 ავტორი: თეონა ყაჭიური

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმემ ჩემი ერთ-ერთი საქმე გამახსენა – ტარიელ კაკაბაძე

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმემ ჩემი ერთ-ერთი საქმე გამახსენა – ტარიელ კაკაბაძე

უფლებადამცველი ტარიელ კაკაბაძე ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს ეხმაურება. ადვოკატი საკუთარი გამოცდილებიდან ერთ-ერთ საქმეს იხსენებს, რომელიც მისი თქმით, ამ საქმის მსგავსი იყო. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

 

იგი საზოგადოებას მოუწოდებს ნუ განსჯიან ადამიანებს, სანამ სიმართლე არ დადგინდება.

 

„ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმემ გამახსენა ერთ-ერთი ჩემი საქმე, სადაც ყოფილმა ცოლმა ჩემს დასაცავ პირს დააბრალა, თითქოს ქუჩაში ორივე ხელით შემოატრიალა და სცემა.

 

ბრალდებული გ. დ-შვილი, რომელსაც უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდა, მაშინვე დააკავეს. 1 თვეში მოპოვებული ვიდეოკამერის ჩანაწერით კი დადასტურდა, რომ მას საერთოდ არ დაურტყამს ხელი დაზარალებულისთვის.

 

ბრალდებული დაცვის მხარის მოთხოვნის თანახმად, გათავისუფლდა, თუმცა საქმის განხილვა არ დასრულებულა და ველოდებით მის სრულ გამართლებას.

 

Exclusive: ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის, უმშვენიერესი გერმანელი საცოლე
2020-05-25Exclusive: ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის, უმშვენიერესი გერმანელი საცოლე

 

ამ ყველაფრის მიზეზიც დადგინდა – ცოტა ხნის წინ ერთმანეთში ჰქონდათ დავა ბინასთან დაკავშირებით. ბინა სასამართლომ მიაკუთვნა ბრალდებულს.

 

პატიმრობაში ყოფნის დროს ბრალდებულს ისე გაურთულდა ისედაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ დღესაც ვერ გადაადგილდება ხელჯოხის გარეშე.

 

სხვათაშორის მერაბ კობიაშვილის საქმეზეც საზოგადოებამ სწორედ მაშინ დაინახა მერაბის უდანაშაულობა, როდესაც ვიდეოკამერის ჩანაწერები გავრცელდა. წარმოდგენაც არ მინდა რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა უდანაშაულო ადამიანი, კამერები რომ არ ყოფილიყო და საქმე მხოლოდ ცრუ მოწმეთა ჩვენებებს დაფუძნებოდა.

 

გთხოვთ, ნუ განსჯით ადამიანებს მანამ, სანამ მათ დამნაშავეობას სასამართლო არ დაადგენს“,- ამბობს ტარიელ კაკაბაძე.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილის ამბავი ვრცლად
2020-05-25ნიკოლოზ ბასილაშვილის ამბავი ვრცლად

 

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100,000 ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

 

ბასილაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები