fbpx
19:29 | 2020-10-24 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილის მარცხი – ის ვენის საჩოგბურთო ტურნირს პირველ წრეში გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილის მარცხი – ის ვენის საჩოგბურთო ტურნირს პირველ წრეში გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვენის საჩოგბურთო ტურნირზე გამოსვლა პირველივე წრეში დაასრულა.

 

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა სლოვაკ ნორბერტ გომბოსთან, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 104-ე ადგილზეა, ორ სეტში, 6:7, 2:6 წააგო.

 

თამაში საათსა და 26 წუთს გაგრძელდა და ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში იყო, რომელიც ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც სლოვაკმა 7:2 იმარჯვა და შედეგად, სეტი 7:6 მოიგო.

 

მეორე სეტში კი გომბოსმა ქართველ მეტოქეს ადვილად აჯობა. ქართველი სპორტსმენი ზედიზედ მეცხრედ დამარცხდა, თან ისე, რომ ამ ცხრა შეხვედრაში ერთი სეტიც კი არ მოუგია.

 

 

ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი საცოლე მაკიაჟის გარეშე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
2020-10-18ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი საცოლე მაკიაჟის გარეშე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

X