18:44 | 2021-06-01 ავტორი: Prime Time

ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ:

რატომ ინფიცირდებიან ადამიანები ვაქცინაციის მიუხედავად - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება
2021-06-01რატომ ინფიცირდებიან ადამიანები ვაქცინაციის მიუხედავად - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

 

„ჩვენ ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები არ ვაპირებთ პასუხი გავცეთ ვინმე ირაკლი კაჭარავას მიერ სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებს, რომელიც აშკარად ბმაშია 2020 წელს წამოწყებულ კამპანისთან, რომლის მიზანიც სპორტსმენის რეპუტაციის შელახვაა.

 

ჩვენ სიღრმისეულად გავეცანით სარჩელს და ვერ აღმოვაჩინეთ ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც სასამართლომ შესაძლოა გაიზიაროს. ჩვენ პროფესიულ ხედვას ამყარებს, ის გარემობაც, რომ მიმდინარე წლის 27 აპრილს სასამართლომ არ დააკმაყოფილა კაჭარავას მიერ მოთხოვნილი ყადაღა.

 

აქვე განვმარტავთ, რომ ბუნებაში არ არსებობს არანაირი ხელშეკრულება ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ირაკლი კაჭარავს შორის. შესაბამისად, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, რაიმე სახის სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ აღნიშნულ საკითხზე.

 

და ბოლოს მოუწოდებთ მედიის , ნებსით თუ უნებლიეთ არ მოხდეს ჟურნალისტების შეცდომაში შეყვნა ნუ დაეყრდნობიან მხოლოდ ირაკლი კაჭარავას მოსაზრებას, პირველ რიგში, მოითხოვონ ოფიციალური ხელშეკრულება.. რომლიც როგორც თავში ავღნიშნეთ ბუნებაში არ არსებობს“,- ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

ავტორი: Prime Time

X