09:25 | 2021-04-08 ავტორი: Prime Time

ნიკოლოზ ბასილაშვილი თიხის ტურნირზე მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი თიხის ტურნირზე მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიაში, კალიარის თიხის ტურნირზე მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა. მერვედფინალური შეხვედრა ქართველმა სლოვაკ კოვალიკთან გამართა და მეტოქე 3 სეტში, 4-6, 6-4, 7-5 დაამარცხა.

 

მომდევნო წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანელ იან ლენარდ შტრუფს დაუპირისპირდება, რომელთანაც აქამდე 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც 2 მოიგო.

ავტორი: Prime Time


X