fbpx
19:36 | 2020-10-20 ავტორი: Prime Time

ნიკოლოზ ბასილაშვილი საქმის განხილვას ესწრება (ფოტოები)

ნიკოლოზ ბასილაშვილი საქმის განხილვას ესწრება (ფოტოები)

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საქმის განხილვას ესწრება. ინფორმაციას „ფეისბუქზე“ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკაუდა ავრცელებს.

 

„დღეს, სასამართლო დისტანციურ რეჟიმში განიხილავს მსოფლიოს 31-ე ჩოგანის, ნიკა ბასილაშვილის საქმეს. სასამართლოში მხარეები, საქმეში არსებული მტკიცებულებათა დასაშვებობას განიხილავს.

Exclusive: „ნეკა დოროყაშვილმა ბასილაშვილის მიერ მოგებული თასები დაამტვრია“ - საქმეში პოლიცია ჩაერთვება
2020-09-08Exclusive: „ნეკა დოროყაშვილმა ბასილაშვილის მიერ მოგებული თასები დაამტვრია“ - საქმეში პოლიცია ჩაერთვება

 

ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები სასამართლოს წინაშე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავენ, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების დაუშვებლობაზე.. პროცესი ნიკოლოზ ბასილაშვილის უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობს“, – წერს ირმა ჭკადუა.

 

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

 

ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100,000- ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X