09:48 | 2021-10-17 ავტორი: Prime Time

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ფინალშია

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერაში პირველად ინდიან უელსის მასტერსის ფინალში ითამაშებს.

 

ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალურ შეხვედრაში ამერიკელ ტეილორ ფრიცს ორ სეტში მოუგო, პირველ სეტში ნიკამ ტაიბრეიკზე მეტოქეს 7:5 აჯობა, მეორე სეტში კი 6:3 იმარჯვა და ქართული ჩოგბურთის ისტორია დაწერა.

 

შეგახსნებთ, რომ 1/4-ში ნიკამ მსოფლიოს მე-3 ჩოგანი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა.

 

ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ბრიტანელი კამერონ ნორი იქნება.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X