19:01 | 2021-10-13 ავტორი: Prime Time

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული ე.წ. ქურდული ვარსკვლავებით – ფოტოები

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული ე.წ. ქურდული ვარსკვლავებით – ფოტოები

„პრაიმტაიმს“ მიაწოდეს ფოტო, სადაც ასახულია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავილაძე.

 

ფოტო 2017 წელს, სკოლის ბოლო ზარზეა გადაღებული და ნათლად ჩანს, გამოსაშვებ პერანგზე დახატული ქურდული სიმბოლიკა.

 

გიორგი კავილაძეს და მის მეგობარ აკო ჭელიძეს, ბრალი ედება ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში.

 

ნიკო კვარაცხელია 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლეს. საქმეზე ორი პირია დაკავებული. მოკლული ნიკო კვარაცხელია, ასევე ცნობილი „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას ვაჟი გახლდათ.ნიკო კვარაცხელია 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლეს. საქმეზე ორი პირია დაკავებული. მოკლული ნიკო კვარაცხელია, ასევე ცნობილი „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას ვაჟი გახლდათ.

 

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის ძირითად მტკიცებულებას ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები წარმოადგენს. კადრებზე ჩანს, რომ კეპიანი და სამედიცინო ნიღბიანი მკვლელი მშვიდად ელოდება მსხვერპლს მისსავე ავტომობილთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხმრავალი ადგილია, ის არ იჩენს სიფრთხილეს, ახალგაზრდა მამაკაცს ცხრა ტყვიას ესვრის და ამის შემდეგ ადგილს ტოვებს.
დაჭრილი ახალგაზრდა სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მას სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
რაც შეეხება მკვლელობის ვერსიებს, ოჯახის წევრების თქმით, ის არ უკავშირდება „ქურდულ სამყაროს“. თავად დაღუპულს კრიმინალურ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდის მკვლელობა შესაძლოა უკავშირდებოდეს მამამისის, კრიმინალი ავტორიტეტის გია კვარაცხელიას („ლაფშა“) საქმიანობას, რომელიც ეჭვმიტანილია სხვა „კანონიერი ქურდის“ მკვლელობაში, რომელიც 20 წლის წინ მოხდა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!