11:13 | 2021-09-13 ავტორი: Prime Time

“ნიკა მელია “ნაცმოძრაობას” დატოვებს” – ნახეთ მიზეზი, რის გამოც მას პარტიიდან წასვლა მოუწევს 

“ნიკა მელია “ნაცმოძრაობას” დატოვებს” – ნახეთ მიზეზი, რის გამოც მას პარტიიდან წასვლა მოუწევს 

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიას 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამო, დატოვებს, ამ ინფორმაციას “პრაიმტაიმს” პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე აწვდის.

 

კითხვაზე, რატომ მიიღებს ნიკა მელია პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას და რატომ უშლის სააკაშვილი მას  ხელს პოლიტიკური გეგმების განხორციელებაში, ექსპერტი გვპასუხობს, რომ “სააკაშვილს პარტიაში ლიდერები არ სჭირდება, მელია კი სააკაშვილმა თავიდანვე წაგებულ თამაშში ჩართო”.

ბათუმში, დელფინარიუმთან კაცმა უცხოელი ქალი დაჭრა, შემდეგ კი, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
2021-09-13ბათუმში, დელფინარიუმთან კაცმა უცხოელი ქალი დაჭრა, შემდეგ კი, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

 

“ნიკა მელია “ნაციონალურ მოძრაობას”, დიდი ალბათობით, დატოვებს, ეს არჩევნების შემდეგ მოხდება. ეს პროცესი ახალი არ არის. ნათელია, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” გადაწყვეტილებას ღებულობს არა ნიკა მელია, არამედ მიხეილ სააკაშვილი, ამიტომ მას პარტიის დატოვება სწორედ, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გამო, მოუწევს.

 

სააკაშვილის მოთხოვნით, ნიკა მელია წაგებულ თამაშში ჩაერთო, როცა მან თბილისის მერობისთვის მოსთხოვა კენჭისყრა. სააკაშვილს გამარჯვებული ლიდერები პარტიაში არ სჭირდება. გავიხსენოთ, ნიკა მელიამ საყვედურის სახით, განაცხადა, მე რომ სააკაშვილი ვიყო, საქართველოში დიდი ხნის წინ ჩამოვიდოდიო, ეს საკმაოდ ხისტი განცხადებაა.

 

ისიც უნდა ითქვას, რომ მელიამ პარტიაში მიიყვანა თავისი ახალგაზრდული გუნდი, რომელიც ფაქტობირად. დაიკარგა, მელიას ყველანაირი მცდელობა, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” რაღაც შეიცვალოს, კრახით მთავრდება და არამგონია, ის ამას დიდხანს შეეგუოს”,- განაცხადა ძაბირაძემ.

 

ასევე ნახეთ: ვის ხვდებოდა ფარულად მოსკოვში მეუფე ნიკოლოზი

 

 

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ დააანონსა, ამ საკითხთან დაკავშირებით კი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ “მთავარი არხთან” განაცხადა, რომ “სააკაშვილის ადგილზე უკვე საქართველოში იქნებოდა”.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

 

 

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!