fbpx
13:55 | 2020-11-03 ავტორი: Prime Time

ნიკა მელია: გამორიცხულია, არ დავემორჩილები სასამართლოს გადაწყვეტილებას

ნიკა მელია: გამორიცხულია, არ დავემორჩილები სასამართლოს გადაწყვეტილებას

სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ დავემორჩილები,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სამაჯურის შებმასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„გამორიცხულია, რომ შევიბა სამაჯური, რომელიც უსამართლობის ერთი სიმბოლოა და ჩემთვის ნებისმიერი ნაბიჯი, რასაც ბიძინა ივანიშვილი გადადგმას, არ იქნება გონივრული და ჭკვიანური და საზიანო იქნება მისივე გუნდისთვის.

 

ბიძინა ივანიშვილი არ არის იმ მდგომარეობაში, ფიქრობდეს, ვის გაუკეთოს სამაჯური ან ვინ დააპატიმროს სამაჯურის მოხსნის გამო. ივანიშვილი იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩანიშნოს და ეს ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდეს. სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ დავემორჩილები“, – აღნიშნა მელიამ.

 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

 

არსებული ინფორმაციით, პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის გირაოს ითხოვს და არა პატიმრობას, თუმცა გირაოს თანხის ოდენობა უცნობია.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X