21:45 | 2021-09-15 ავტორი: Prime Time

VIDEO: ნიკა გვარამიას დაპირისპირება ქარელში ადგილობრივებთან, სადაც დაშავებული ოპერატორია მოთავსებული

VIDEO: ნიკა გვარამიას დაპირისპირება ქარელში ადგილობრივებთან, სადაც დაშავებული ოპერატორია მოთავსებული

ქარელში, ამ წუთებში დაძაბული ვითარებაა. დაპირისპირება მოხდა ნიკა გვარამიასა და კლინიკაში მყოფ პირებს შორის.

 

 

ცნობისთვის, „მთავარი არხის” ჟურნალისტის, ბექა ყორშიას ინფორმაციით, ოპერატორი, ლევან აბლოთია ქარელში, “ქართული ოცნების” ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

 

„მთავარი არხის” ჟურნალისტის, ბექა ყორშიას ინფორმაციით, ოპერატორი, ლევან აბლოთია ქარელში, “ქართული ოცნების” ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

 

 

ქარელში, კი ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული. ამ ინფორმაციას, მამუკა მდინარაძე საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.

 

 

 

„კიდევ ერთი ამორალური ტყუილი ნიკა გვარამიას შესრულებით. თითქოს ქარელის შტაბის თანამშომლებმა, მათი ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს. რა ხდება სინამდვილეში? ბექა ყორშია და მისი ოპერატორი მივიდნენ ქარელის შტაბში. ბექა ყორშია ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას მათი მოგონილი სიუჟეტების მიხედვით და კითხულობდა „ჩლიქოსანს“, შეურაცხყოფას აყენებდა იქ შტაბის წარმომადგენელს.

 

საუბარია, რომ ასე ჩვენი მერობის კანდიდატს მოიხსენიებდა. მას შემდეგ, რაც გამოაძევეს შტაბიდან და მართლაც იყო იქ გარკვეული კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის, მთავარი არხის ოპერატორი უკანსვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც ე.წ ტერასაზე ის წამოედო მოაჯირს და გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე. ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან, თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს და ყველაფერი კარგად იქნება.

 

როგორც გვეუბნებიან, პირველადი მონაცემებით, საბედნიეროდ ოპერატორს რაიმე სერიოზული დაზიანება არა აქვს, თუმცა მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ფიზიკური შეხება ოპერატორსა და ჩვენი შტაბის წარმომადგენელს შორის არ ყოფილა და პირდაპირ გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა გვარამიამ იცრუა“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!