fbpx
16:28 | 2021-01-04 ავტორი: ზურა დვალაშვილი

“ნიკა გვარამია! ეს ბავშვი დედას მოკლავს…” – ეკა კვესიტაძე

“ნიკა გვარამია! ეს ბავშვი დედას მოკლავს…” – ეკა კვესიტაძე

“ნიკა გვარამია! ეს ბავშვი დედას მოკლავს ამაღამ თუ არა, ხვალ დილით მაინც”, – ამის შესახებ ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას “ფეისბუქ” სტატუსის კომენტარებში წერს.

 

როგორც პოსტიდან ირკვევა, ეკა კვესიტაძის ქალიშვილი არაჩვეულებრივად მღერის, თუმცა ამის შესახებ საზოგადოებამ არ იცის, ეს ინფორმაცია კი ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა, რასაც კვესიტაძის კომენტარი მოჰყვა.

 

“ხალხო, ეკა კვესიტაძე კი დებს რაღაც საოცრება “მუსიკებს” ამ საახალწლოდ. მარა საჯაროდ უნდა ვთქვა შემდეგი:
ეკას და შოთას ლიზა არის ზენიჭიერი მომღერალი. წარმოუდგენელი მეცოსოპრანოა, ფანტასტიური ტემბრით, უმდიდრესი ობერტონებით, უღრმესი და ულამაზესი დაბალი ბგერებით, მღერის საოცარი მანერით.

 

რაც მთავარია, მოფიქრალი მომღერალია, რაც ყველაფერ ჩამოთვლილზე მნიშვნელოვანი მგონია. აქვს მთავარი, რაც ბევრ 5 ოქტავიან და სუპერტექნიკიანს არა აქვს – მუსიკალური ინტელექტი, რის გარეშეც, მღერა უბრალოდ იოგების გიმნასტიკაა, რამდენი ოქტავაც და რა ტექნიკაც არ უნდა გქონდეს.

 

და საერთოდ, კვესოს უამრავი ღირსებიდან, მთავარი მაინც დედობაა. წარმოუდგენელი დედაა და წარმოუდგენელი შვილები ყავს.
მოკლედ, მოვითხოვოთ წელს ლიზას საჯარო გამოსვლები! მარინა ბერიძე დაგვეხმარე”, – წერს ნიკა გვარამია.

ავტორი: ზურა დვალაშვილი


X