00:29 | 2020-03-26 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ნიკა ექიმებს უჯერებს – ამირამ გამყრელიძე ინფიცირებულ შვილზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, შვილი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ნიკა დამოუკიდებელი პიროვნებაა და თვითონ გადაწყვეტს როდის გაეწერება კლინიკიდან.

 

„უჯერებს ექიმებს. მისი კლინიკური მდგომარეობა ნორმალურია. გაუვიდა ორი კვირა და ცოტა მეტიც, მაგრამ მე ცოტა ზედმეტ გადაზღვევას ვაკეთებ. იცავს ყველა იმ წესს, რაც აუცილებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

შეგახსენებთ, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდგინეს.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

დატოვე კომენტარი