22:58 | 2020-04-06 ავტორი: Prime Time

ნიღბების მოსახლეობაში გამოყენება დეფიციტს ქმნის… რისკის ქვეშ აყენებს ექიმების სიცოცხლეს – ჯანმო

ნიღბების მოსახლეობაში გამოყენება დეფიციტს ქმნის… რისკის ქვეშ აყენებს ექიმების სიცოცხლეს – ჯანმო

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პირბადეების შესახებ გაცემულ რეკომენდაციებს არ ცვლის და აცხადებს, რომ მისი ტარება აუცილებელია ექიმებისთვის და ინფიცირებულებისთვის.

 

ამის შესახებ ტედროს გებრეიესუსმა ჟენევაში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„ვიცით, რომ ბევრ ქვეყანაში მოსახლეობას სამედიცინო და არასამედიცინო პირბადეების ტარების რეკომენდაციას აძლევენ.

 

პირველ რიგში, სამედიცინო პირბადეები უნდა გამოიყენოს მედპერსონალმა, რომელიც წინა ხაზზეა“ – განმარტა მან.

 

მისი თქმით, ეს აუცილებელია მედიკოსების დასაცავად ინფექციისგან. ნიღბების მარაგი კი მცირეა.

 

ვშიშობთ რომ მოსახლეობაში პირბადეების ფართო გამოყენება გამოიწვევს დეფიციტს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ის ყველაზე მეტად სჭირდება. ზოგან ეს დეფიციტი რისკის ქვეშ აყენებს ექიმების სიცოცხლეს. ჯანმო მისი გამოყენების რეკომენდაციას ისევ ექიმებისთვის გასცემს. რაც შეეხება მოსახლეობას, ის უნდა გამოიყენონ ინფიცირებულებმა და მათ, ვინც ინფიცირებულებს სახლის პირობებში უვლიან“ – აცხადებს გებრეიესუსი

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X