01:32 | 2020-05-06 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ნიღბების გამოყენება საზოგადოებრივი ტრანსპორტშიც რეკომენდებული უნდა დარჩეს – ზახაშვილი

ნიღბების გამოყენება საზოგადოებრივი ტრანსპორტშიც რეკომენდებული უნდა დარჩეს – ზახაშვილი

დაავადების გავრცელება შენარჩუნდა მომდევნო პერიოდშიც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის შემდეგაც რეკომენდებული უნდა დარჩეს დახურულ სივრცეში მგზავრების მიერ ნიღბების გამოყენება“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

 

„დღეისთვის პირბადისა და სამედიცინო ნიღბის ხმარება პრევენციის კარგ საშუალებად განიხილება. საზოგადოებრივ თავშეყრის სივრცეებში, მათ შორის მაღაზიებსა და აფთიაქებში მოხვედრისას რეკომენდებულია ნიღბის ხმარება და ეს ეხება ყველას, მიუხედავად იმისა, რამდენად ჯანმრთელად გრძნობს თავს ადამიანი.

 

თუ დაავადებული ადამიანი გამოიყენებს ნიღაბს, ის 50-70%-ით შეამცირებს დაავადების გადადების რისკს, ხოლო ჯანმრთელი ადამიანი გარკვეულწილად შეამცირებს ინფიცირების რისკს.

 

თუ დაავადების გავრცელება შენარჩუნდა მომდევნო პერიოდშიც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის შემდეგაც რეკომენდებული უნდა დარჩეს დახურულ სივრცეში მგზავრების მიერ ნიღბების გამოყენება“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

 

ბოლო მონაცემებით:

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 604-მდე გაიზარდა.

 

მათგან, გამოჯანმრთეელდა 240 პაციენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში – 5260

 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები