22:18 | 2020-04-29 ავტორი: Prime Time

“ნიღაბი პარიზში 45 ევროდ ვიყიდე, წარმოიდგინეთ რა, ლაპარაკია 50-კაპიკიან ნიღაბზე” – ნინო კირთაძე

“ნიღაბი პარიზში 45 ევროდ ვიყიდე, წარმოიდგინეთ რა, ლაპარაკია 50-კაპიკიან ნიღაბზე” – ნინო კირთაძე
ქართველმა რეჟისორმა და მსახიობმა ნინო კირთაძემ, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს,  “ტვ პირველის” ეთერში, საფრანგეთში, კერძოდ პარიზში კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

 

“ბოლოს ნიღაბი პარიზში, 45 ევროდ ვიყიდე, წარმოიდგინეთ რა, ლაპარაკია 50-კაპიკიან ნიღაბზე, დღესაც არ ვიცი, ეს ნიღაბი ვარგა კი? არის იქ ნახშირის ფენა თუ არა.
ეს არ არის ქირურგიული ნიღაბი, მაგრამ მოხდა ასე, ძალიან ბევრმა ხალხმა დაწერა სოციალურ ქსელში, ეს რა არის, რა ფასებიაო…

 

კრიმინალიც არის. როცა კორონავირუსი ახალი დაწყებული იყო პარიზში, ბევრი, ვისაც ქალაგარეთ აქვს სახლი, ქალაქიდან წავიდა, მათ შორის ჩემი მეზობელიც და ამ დროს გაქურდეს.
სახლი დაკეტილია და ეტყობა დრო იხელთეს, ესეც ხომ ერთგვარი “ბიზნესია”.
დარწმუნებული იყო, რომ ვინც გაქურდა, იცოდა რომ სახლში არ დახვდებოდა, დღის 4 საათზე მოხდა ეს ამბავი.
მეტროშიც იგივე ამბავი იქნება, ამიტომ მართლა წააგავს ეს ომის და არეულობის პერიოდს, ამ მხრივ ნამდვილად არ არის სასიამოვნო სიტუაცია”, – განაცხადა ნინო კირთაძემ.
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +