ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის - როდიდან იქნება სიახლე
1762892292
მეცნიერებმა რომაული გზების მთელი სისტემის დეტალური ციფრული რეკონსტრუქცია შექმნეს. გზების საერთო სიგრძე 300 ათას კილომეტრს შეადგენს. ქსელი 50%-ით უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე სპეციალისტებს აქამდე ეგონათ. კვლევა ჟურნალში Scientific Data გამოქვეყნდა.
პროექტი ჩვენი წელთაღრიცხვით 150 წელს არსებულ მარშრუტებს მოიცავს. რუკის შექმნაზე ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობდნენ. მკვლევრებმა გამოიყენეს რომაული რუკების ისტორიული ასლებისა და 8 ათასზე მეტი მილიარიუმის (მანძილის აღმნიშვნელი სვეტი) მონაცემები. ძველი საკომუნიკაციო გზების კვალის გამოსავლენად, მათ დამატებით შეისწავლეს გვიანი ისტორიული რუკები, აეროფოტოგადაღება და თანამედროვე სატელიტური სურათები.
მონაკვეთებზე, სადაც გზების ფიზიკური კვალი არ იყო შემორჩენილი, მეცნიერებმა მილიარიუმები და სხვა არქეოლოგიური მტკიცებულებები ცნობილი მილის სვეტები შეაერთეს. ამგვარად, მათ რელიეფის თავისებურებების გათვალისწინებით ყველაზე სავარაუდო მარშრუტები გაიყვანეს.
კვლევის თანახმად, კარგად შესწავლილი და ზუსტად დოკუმენტირებული გზების რაოდენობა 3%-ზე ნაკლებია. დაახლოებით 90%-ს „სავარაუდო ქსელები“ შეადგენს, რომლებიც დასახლებების, სვეტებისა და სხვა არქეოლოგიური აღმოჩენების მდებარეობაზეა დაფუძნებული. დარჩენილი ნაწილი არის „ჰიპოთეტური გზები“, რომლებიც, როგორც მიიჩნევა, ძველ ქალაქებს აერთიანებდნენ. მათი არსებობის მატერიალური მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არის ნაპოვნი.
ციფრული რუკა არქეოლოგებს საშუალებას მისცემს, უფრო ზუსტად გამოთვალონ რომის ეპოქაში მოგზაურობის დრო, რაც მნიშვნელოვანია ვაჭრობისა და სამხედრო კამპანიების ორგანიზების შესასწავლად.