„ყურადღება, მშობლებო!“ - პედიატრი მიმართვას ავრცელებს
1764614854
კიბერუსაფრთხოების მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ ყალბ პორნოსაიტებზე თუ რამეს დავაჭერთ, კომპიუტერში შეიძლება მავნე პროგრამა გადმოვიდეს და ჩვენი მონაცემებიც ჰაკერის მსხვერპლი გახდება.
კერძოდ, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებმა გამოავლინეს სქემა, რომელიც ჰაკერებმა მომხმარებლების მონაცემების „ხელში ჩასაგდებად“ მოიფიქრეს. ჰაკერები ამისათვის ცნობილი საიტების, xHamster-ისა და Pornhub-ის, გაყალბებულ ვერსიებს იყენებენ.
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ეკრანებზე Windows-ის ყალბი განახლება ჩნდება მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ყალბ პორნოსაიტებზე რამეს დააჭერს. რეალურად კი არანაირი განახლება არ მიმდინარეობს — თავდასხმის ფარგლებში Windows-ის ეკრანის იმიტაციას აკეთებენ.
პირველ რიგში გვთხოვენ, რომ Windows-ის ღილაკსა და R-ს დავაჭიროთ, რის შემდეგად დიალოგური ფანჯარა იხსნება. ამასობაში მავნე ინსტრუქციებს პროგრამა ავტომატურად აკოპირებს. მომხმარებელს შემდეგ CTRL+V ღილაკებზე დაჭერას სთხოვენ (კოპირებული ინსტრუქციები ასე ბუფერზე გადმოდის), ბოლოს კი — Enter-ზე. შედეგად კომპიუტერი ჰაკერის დომენიდან წამოსულ კოდს უშვებს.
ინსტრუქციის შესრულების შემთხვევაში კომპიუტერზე შეიძლება გაუცნობიერებლად გადმოვწეროთ მავნე პროგრამები, მათ შორის Rhadamanthys, Vidar 2.0, RedLine, Amadey, Trojans და ა. შ. ასე შეიძლება ჩვენი მონაცემები ჰაკერებს ჩავუგდოთ ხელში.
თუკი შემთხვევით მოვტყუვდით და ეკრანზე ასეთი განახლება გამოვა, მისგან თავის დაღწევა მაინც შესაძლებელია. ამისათვის კლავიატურაზე F11 ღილაკს უნდა დავაჭიროთ, რომელიც ყველაფერს ჩახურავს.