ამ ბაქტერიამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას დედამიწაზე არსებულ მთელ სიცოცხლეს - მეცნიერების გაფრთხილება

ბაქტერია

მეცნიერები გამოდიან ინიციატივით, შეწყდეს „სარკის ბაქტერიების" შექმნა - ეს არის სინთეზური მიკროორგანიზმები, რომლებიც შექმნილია ბუნებრივი სიცოცხლის ინვერსიული მოლეკულური სამშენებლო ბლოკებისგან.

ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული 38 მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მოხსენების თანახმად, ამ ჰიპოთეტური ორგანიზმების პოტენციური საფრთხე ბევრად აღემატება რაიმე აღქმულ სარგებელს.

მათმა აღმოჩენებმა გამოიწვია გლობალური დებატები სინთეზური ბიოლოგიის მომავლისა და მისი ეთიკური საზღვრების შესახებ, წერს  Interesting Engineering.

„საფრთხე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, უპრეცედენტოა. სარკის ბაქტერიები, სავარაუდოდ, თავს არიდებენ იმუნური სისტემის ბევრ რეაქციას ადამიანებში, ცხოველებსა და მცენარეებში და თითოეულ შემთხვევაში იწვევს სასიკვდილო ინფექციებს, რომლებიც ვრცელდება უკონტროლოდ", - თქვა ვონ კუპერმა.

მოხსენება ხაზს უსვამს სარკის ბაქტერიებთან დაკავშირებულ სერიოზულ რისკებს, მათ შორის იმუნური დაცვისა და ეკოსისტემების დარღვევის უნარს. ბუნებრივი ბაქტერიებისგან განსხვავებით, რომლებიც ექვემდებარება კონტროლს და ბალანსს მტაცებლების, ვირუსებისა და ანტიბიოტიკებისგან, სარკის ბაქტერიები იმოქმედებენ ამ სისტემების გარეთ.

მეცნიერები მოითხოვენ გლობალური მორატორიუმის დაწესებას სარკისებური სიცოცხლის შექმნისკენ მიმართულ კვლევებზე და რეკომენდაციას იძლევიან, რომ დამფინანსებლებმა თავი შეიკავონ ასეთი პროექტების მხარდაჭერისგან, ხოლო ცალკეული სარკის მოლეკულების კვლევა გაგრძელდეს მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.