„ყველანი ძალიან მიყვარხართ!" - ჯიმ კერი Twitter-ს ტოვებს

ჯიმ ქერი

მას შემდეგ, რაც Twitter-ის მფლობელი ილონ მასკი გახდა, სხვადასხვა ვარსკვლავმა, მათ შორის, შონდა რაიმსმა და ვუპი გოლდბერგმა,  პლატფორმის დატოვება დაუყოვნებლივ გადაწყვიტეს. როგორც ჩანს, მათ რიგებს ახლა უკვე ცნობილი მსახიობი და კომიკოსი ჯიმ კერიც უერთდება. 

„ტვიტერს ვტოვებ, თუმცა, მანამდე ამ ანიმაციას გიზიარებთ, რომელიც ჩემს მეგობართან, ჯიმი ჰეივარდთან ერთად შევქმენი. ის შეიქმნა ჩემი ნახატის მიხედვით, სადაც მოხუცი გიჟი შუქურას მცველია გამოსახული, შტორმში რომ შიშველი დგას, ანგელოზებს ეძახის და თავისი ნათურით ბნელ მოღალატე ღამეში გზის გასაკვლევად მიგვიძღვის. ყველანი ძალიან მიყვარხართ!"- დაწერა კერიმ.