1792255726
ვუდი ჰარელსონმა ინტერნეტში თავისი ორეული იპოვა, რომელიც 8 თვის გოგოა
სოციალურ ქსელებში იმ ადამიანების ფოტოებს ხშირად გადააწყდებით, რომლებიც ცნობილ ვარსკვლავებს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან. ამჯერად თავისი ორეული ვუდი ჰარელსონმა იპოვა და ამ ფაქტს გამოეხმაურა კიდეც. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ვუდი ჰარელსონს 8 თვის პატარა გოგო გარეგნულად ძალიან ჰგავს. ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა თავისი შვილის ფოტო ვუდი ჰარელსონის ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნა, რაც ვირუსულად გავრცელდა და მსახიობამდეც მიაღწია.
„კარგი, მაგრამ ჩემი შვილი ვუდი ჰარელსონს რატომ ჰგავს"? - ვკითხულობთ ფოტოების აღწერაში, რაზედაც ვუდი ჰარელსონმაც უპასუხა.
„ძალიან საყვარელი ბავშვი ხარ, შედარებაც ძალიან მესიამოვნა და მშვენიერი ღიმილი გაქვს. უბრალოდ ვისურვებდი, რომ შენნაირი თმა მქონდეს", - წერს ვუდი ჰარელსონი პატარა გოგოს ფოტოზე.
ვუდი ჰარელსონის კომენტარი არც 8 თვის კორას დედას დაუტოვებია უპასუხოდ და აღნიშნა, რომ იმ დღეს მოუთმენლად ელის, როცა ბავშვი გაიზრდება და ამ ფოტოს აჩვენებს.
View this post on Instagram











