VIDEO: ატირებული მეგან მარკლი - ჰარისა და მეგანის დოკუმენტური ფილმის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა

მეგან მარკლი

ცოტა ხნის წინ Netflix-მა ჰარისა და მეგანის დოკუმენტური ფილმის პირველი ტრეილერი გაავრცელა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

„არავინ იცის რა ხდება დახურულ კარს მიღმა.. ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, რათა ჩემი ოჯახი დამეცვა",- ამბობს პრინცი ჰარი ტრეილერში. 

კითხვაზე - რატომ გადაწყვიტეს ფილმის გადაღება, მეგან მარკლი ასე პასუხობს:

„არ ჯობია ჩვენი ისტორია ჩვენგან მოისმინოთ?!". 

კინოსურათის პრემიერა 8 დეკემბერსაა დაგეგმილი.