კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
ურუსკესი შოუ! ყველაზე ფერადი, მხიარული და გასართობი გადაცემა ძალიან მალე! რუსთავი 2-ის ეთერში გავა.
გადაცემის წამყვანი, ყველასთვის საყვარელი, რუსკა მაყაშვილი იქნება.
რუსკა „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, რომ გადაცემა ყველას კარგ განწყობას შეუქმნის, რადგან ეთერში მხოლოდ პოზიტიური ამბები იქნება.
„ძალიან ვნერვიულობ. ეს არის შოუ, სადაც მხიარული და პოზიტიური ამბები მოხდება. ჯერჯერობით პირველი გადაცემა არის ჩაწერილი და ვფიქრობ კარგი გამოვიდა. მაყურებელი მოსწყდება იმ რეალობას რაც არის, პოლიტიკა, პანდემია და ყოველ პარასკევს 22:00 საათზე ვეცდები, ცოტა ხნით მაინც დაივიწყოს მაყურებელმა ნეგატიური ინფორმაციები.
პირველი გადაცემის სტუმრებს სიურპრიზად დავტოვებ, თუმცა გეტყვით, რომ ძალიან საინტერესო რაღაცები მოხდება“, - ამბობს რუსკა მაყაშვილი.