,,სულ მაინტერესებდა როგორ ტიროდა მაყურებელი და დღეს გამოვცადე!“ – ნინი შერმადინი Deep Purple-ის კონცერტიდან კადრებს გვიზიარებს

ნინი

 ნინი შერმადინი Deep Purple-ის კონცერტს დაესწრო.

ამის შესახებ ნინი სოციალურ ქსელში წერს და ლეგენდარული ჯგუფის კონცერტიდან ვიდეოს გვიზიარებს.

„ემოციებს ვერ ვმალავ! ვერ ვიძინებ! ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი ლაივ კონცერტი რაც კი ოდესმე მინახავს! სულ მაინტერესებდა როგორ ტიროდა მაყურებელი და დღეს გამოვცადე! 79 წლის იან გილანი, ლეგენდა, ისე იმღერა 18 სიმღერა, 30 წლის ასაკში როგორც მღეროდა!

ეს რა ვნახე და გამოვცადე! ჩემი ოცნების კონცერტს დავესწარი და მოლოდინს გადააჭარბა. ხო, ვინც არ იცით ვიამაყებ და ვიტყვი, რომ იან გილანმა მის მეუღლესთან თბილისში მოაწერა ხელი, ხოლო ჯვარი დაიწერა მცხეთაში. 4 საათია სახლში მოვედი და ვერ ვიძინებ, იმხელა ემოციების ქვეშ ვარ! “Deep Purple” ნამდვილი ლეგენდები!“ – წერს ნინი.