სხვა შესაძლებლობა არ მექნებოდა - მარგო რობიმ ახალ ფილმში ბრედ პიტს დაუგეგმავად აკოცა

მარგო რობი და ბრედ პიტი

ბრედ პიტი და მარგო რობი კინოპროექტზე, სახელად Babylon თანამშრომლობენ. მარგო რობიმ ამჟამად დამწყები მსახიობის, ნელი ლაროის, როლი მოირგო, ხოლო ბრედ პიტმა - ჯეკ კონრადის.

ფილმში, მსახიობებს კოცნის სცენაც აკავშირებთ, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს კოცნა სულაც არ ყოფილა სცენარის ნაწილი. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

„ვიფიქრე, კიდევ როდის მექნება შანსი, ბრედ პიტს ვაკოცო? მოდი, ამ შანსს გამოვიყენებ," - განაცხადა მარგომ. მსახიობის თქმით, საბოლოოდ, არაჩვეულებრივი სცენა გამოვიდა.

მარგომ დაამატა, რომ პირველი კადრის გადაღების შემდეგ რეჟისორს იდეა კიდევ უფრო მოეწონა და მსახიობებს სთხოვა, სცენა კიდევ ერთხელ შეესრულებინათ. რობის თქმით, ამის საწინააღმდეგო თავად არაფერი ჰქონდა.

ფილმის პრემიერა 2022 წლის 23 დეკემბერსაა დაგეგმილი.