1791316484
„შენ უილიამის ასისტენტი ხარ?” - ქეითის პასუხი მას შემდეგ, რაც მას პრინცი უილიამის ასისტენტი უწოდეს
სამეფო ოჯახის ყველაზე პოპულარული წყვილი, პრინცი უილიამი და პრინცესა ქეითი Cardiff-ში გასულ შაბათ-კვირას ინგლისისა და უელსის რაგბის მატჩს დაესწრნენ. იქიდან გამომდინარე, რომ უილიამი ინგლისის გუნდის ფანია, ხოლო ქეითი Welsh Club-ის, ისინი მსგავს თამაშებს ხშირად სტუმრობენ.
როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან, წყვილის დანახვისას მატჩზე ყოფნისას, ერთ-ერთ გულშემატკივარს ქეითი უილიამის ასისტენტი ეგონა და მას სწორედ ასე მიმართა.
„თქვენ პრინცი უილიამის ასისტენტი ხართ”, ქეითმა აღნიშნულ კითხვას არა აგრესიულად, არამედ, დადებითად და მოკრძალებულად უპასუხა: „დიახ, მე უილიამის ასისტენტი ვარ და თანაც უკვე ძალიან დიდი ხანია”.










