1783873081
რომელი ქართველი ჟურნალისტია ფოტოზე, რომელიც ახლა მსოფლიოში აღიარებული დიზაინერია? - ნახეთ, ფოტო ისტორია
"ჩაკეცილი ფეხსაცმელი", "კროქსები", ორიგინალური ჩანთები და სამოსი - ქართველი ცნობილი დიზაინერი დემნა გვასალია მსოფლიო მოდის ინდუსტრიამ განსხვავებული კონცეფციით გაიცნო. თუმცა, რა გზა გაიარა ცნობილმა დიზაინერმა Vetements-ის შექმნამდე ან Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორობამდე, ცოტას თუ ახსოვს.
ის უცხოეთში წასვლამდე დემნამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა, როგორც ცნობილია, იგი საქართველოში მცირე ხნით ჟურნალისტად "საქართველოს ტელევიზიაშიც" მუშაობდა. ინტერნეტში სწორედ ამ პერიოდის საშვის ფოტო ვრცელდება, სადაც დემნა გვასალია, კორესპონდენტად იყო.

დემნა ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, რომ საქართველოში მას საბჭოთა ბავშვობა ჰქონდა, სტალინისტურ, ლენინისტურ და კომუნისტურ იდეებზე იზრდებოდა და რეალურ ინფორმაციას მოკლებული იყო.
"მხოლოდ ორი ჟურნალი არსებობდა, სადაც დასავლეთში მიმდინარე მოდის ტენდენციებზე არაფერი იყო ნათქვამი. შემდეგ საბჭოთა კავშირი ჩამოიშალა და საქართველო გაიხსნა. ეს აფეთქებას ჰგავდა, უცებ საშუალება მოგვეცა, დაგველია "ფანტა", "კოკა-კოლა" წაგვეკითხა Vogue.
შემდეგ გაჩნდა "მაკდონალდსი", სადაც დაბადების დღის გადახდა ძალიან პოპულარული იყო. მახსოვს, ერთხელ დაბადების დღე იქ მეც გადავიხადე და ეს ისეთი საოცარი იყო, თითქოს პარიზში, Caviar Kaspia-ში მივდიოდი. Happy Meal-ი ხალხს ნამდვილად ჰგვრიდა ბედნიერებას", - იხსენებს დემნა გვასალია.










