„რატომღაც მიაჩნიათ, რომ გიორგი უფრო სიმპათიურია და მე არ ვარ ისეთი ლამაზი, როგორიც უნდა ვიყო“ - სალომე ლემონჯავა

სალომე ლემონჯავა

მომღერალი გიორგი ცხადაძე და მისი მეუღლე სალომე ლემონჯავა სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურები და აქტუალურები არიან.

წყვილი ტიკტოკზე გამომწერებს ყოველდღიურ სიახლეებს უზიარებს. დადებითი გამოხმაურების ფონზე, მათ მიმართ სოცქსელის მომხმარებლები ნეგატიურ კომენტარებსაც „არ იშურებენ“. ამაზე საჯაროდ მომღერლის მეუღლე, ჟურნალისტი სალომე ლემონჯავა საუბრობს.

ძირითად შემთხვევაში, ჩვენდამი კრიტიკა არის ჩემი მისამართით, აქცენტს ვიზუალურ მხარეზე აკეთებენ. რატომღაც მიაჩნიათ, რომ გიორგი უფრო სიმპათიურია, ვიდრე მე და არ ვარ ისეთი ლამაზი, როგორიც უნდა ვიყო. დღემდე ასე ხდება, ტიკტოკზე, კომენტარებში იწერება. ეს დიდ გავლენას არ ახდენს ჩემზე და ვმუშაობ კიდეც საკუთარ თავზე. პირველი შემთხვევა რომ იყო, მივიღე.“ - ამბობს სალომე ლემონჯავა გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“.

ასევე ნახეთ:

👉 VIDEO: „დაქორწინებაში მეუღლემ ჩემზე მეტად იაქტიურა... ხელი არ უთხოვია“ - გიორგი ცხადაძე პირადზე