ცნობილია 17 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება
1763321894
სტივენ სპილბერგს თავისი ოჯახის გამო ჰარი პოტერის გადაღებაზე უარი უთქვამს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„კეიტმა (ცოლი) და მე ოჯახი შევქმენით და შვილები გვეყოლა. მე კი ამ დროს არჩევანი უნდა გამეკეთებინა, მიმეღო სამუშაოს შეთავაზება და სხვა ქვეყანაში გადავბარგებულიყავი ოთხი-ხუთი თვით, სადაც ოჯახს ყოველდღე ვერ ვნახავდი, თუ არა.
რამდენიმე ფილმის გადაღებაზე უარი ვთქვი. ვამჯობინე, უარი მეთქვა ჰარი პოტერის პირველ ფილმზეც, რათა მომდევნო წელიწად-ნახევარი ოჯახთან გამეტარებინა. ასე რომ, მსხვერპლად უდიდესი ფრენჩაიზი გავიღე. ახლანდელი გადმოსახედიდან კი, მიხარია, რომ ასე მოვიქეცი და ოჯახთან ყოფნა ვარჩიე",- ამბობს რეჟისორი.