რას პასუხობს ნინი ქარსელაძე მეუღლის შესახებ დასმულ კითხვას

ნინი ქარსელაძე

ნინი ქარსელაძის შესახებ პერიოდულად უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება, თუმცა, მომღერალი პირად ცხოვრებაზე საუბარს უმეტესად ერიდება.

ცხადია, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ეს თემა მეტად აინტერესებს. ახლახან, ერთ-ერთმა გამომწერმა მეუღლეზე ჰკითხა, ნინიმ კი განაცხადა, რომ "დიდი ხანია, რაც გაშორდნენ".

ქორწინებაში 5 წელი ვიყავი... ღმერთის, ჩემი ოჯახის და ჩემი უერთგულესი მეგობრების დამსახურებით გავედი სამშვიდობოს.

გზა არ არის, რა თქმა უნდა, მარტივი, მაგრამ მთავარია, ეს მოინდომო. დაშორების მიზეზებზე მხოლოდ იმიტომ არ ვსაუბრობ, რომ ჩემს თავს ვცემ პატივს,“ - წერს ნინი ქარსელაძე. 

ცნობისთვის, 2021 წელს, ნინის დაოჯახების შესახებ ინფორმაცია, ქორწინებიდან ცოტა ხნის შემდეგ გავრცელდა. მისი რჩეული ბიზნესმენი თაზო ჯახუტაშვილი იყო.