რას მიირთმევს ქეით მიდლტონი - ნახეთ უელსის პრინცესას კვების რაციონი

ქეითი

ქეით მიდლტონი ყოველთვის კარგად გამოიყურება. როგორც უელსის პრინცესა ამბობს, მისი სილამაზის საიდუმლო ჯანსაღი ცხოვრების წესშია.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

რას მიირთმევს ქეით მიდლტონი

საუზმე

ქეით მიდლტონი სმუზების დიდი მოყვარულია. დილაობით ის კომბოსტოს, მწვანე ჩაის ფოთლების, ისპანახის და მოცვის სმუზს მიირთმევს. 

დიდი ხანია, რაც სმუზებთან ერთად შვრიის ფაფა ეულსის პრინცესას დილის განუყოფელი ნაწილია. 

ლანჩი

ლანჩზე ქეითი უპირატესობას ე.წ. საზამთროს წვნიან სალათს ანიჭებს, რომელიც კიტრის, ავოკადოს, ხახვისა და ფეტას ყველისგან შედგება.  

ასევე, უელსის პრინცესას ძალიან უყვარს კერძი „ცევიჩე", რომელიც  ახალი უმი თევზისგან მზადდება და  ციტრუსის წვენებითაა (ლიმონი და ლაიმი) შეზავებული. ცევიჩეს წარმოშობა პერუს უკავშირდება, სადაც მას ეროვნული კერძის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ვახშამი

ვახშამზე ქეითი შემწვარ ქათამს მიირთმევს, რომელსაც უელსის პრინცესა თავადვე ამზადებს. მისი დაგემოვნება ძალიან უყვარს პრინც უილიამსაც. 

ქეითი უარს არც ტკბილეულზე ამბობს და დესერტად პუდინგს მიირთმევს.