რაღაც მომენტში ჩემს თავზე მეტად ვენდობი... - ვინ არის ქალი რომელიც ხატია სიჭინავას ოჯახში 12 წელია ცხოვრობს

ხატია სიჭინავა

რუსთავი-2-ის დილის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ 4 შვილის დედა ხატია სიჭინავა იმყოფებოდა სტუმრად. ხატიამ 4 შვილის ძიძაზე ისაუბრა, რომელიც მასთან 12 წელია ცხოვრობს.

როგორც ხატიამ აღნიშნა, თამუნა მისი მარჯვენა ხელია და რაღაც მომენტში საკუთარ თავზე მეტად ენდობა.

„ძირითადად სულ სახლში ვარ და თავადაც ჩართული ვარ, თუმცა დახმარება ოთხ ბავშვთან აუცილებელია. თამუნა ჩემი მარჯვენა ხელია და რაღაც მომენტში ჩემს თავზე მეტად ვენდობი... როცა ბავშვები ავად არიან, სრულიად ვითიშები და მაგ დროს სრული მობილიზაცია აქვს თამუნას, მეც ვმშვიდდები... მეორე შვილი ძალიან რთული გასაზრდელი იყო და იმ პერიოდში თამუნა სულ ჩვენთან გადმოვიდა შვილთან ერთად. თამუნას მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს და მას მერე ჩვენთან ცხოვრობს, დღეს ყველანი ერთად ვართ...“,- ამბობს ხატია.

 

✕