„რაღა დროს გარიგებაა“ - ნოდიკო ტატიშვილი

nodiko

ნოდიკო ტატიშვილის გულშემატკივრები მუდმივად განიხილავენ თემას, რომ მომღერალი ამ დრომდე დაოჯახებული არ არის. როგორც აღმოჩნდა, კეთილის მოსურნეები ცდილობენ, რომ ირიბად მოუძებნონ საცოლე, რასაც ტატიშვილი მარაზმს უწოდებს.

„გარიგებები ყოფილა, მაგრამ არა პირდაპირ. რომ ხვდები, შენდა უნებურად გარიგების სუფრაზე რომ მოხვდი, მარაზმია. პირდაპირ არ უთქვამთ, აი, ეს გოგოა, დააკვირდი, უბრალოდ ხვდები, ამბობენ სადღეგრძელოს - „ეს ისეთი გოგოა“, ასეთ დროს ძალიან ვბრაზდები. ვიმიზეზებ რომ დამირეკეს და უნდა გავიქცე.

ასეთ დროს, როგორც არ უნდა მოგეწონოს, რაღა დროს გარიგებაა. გარდა იმისა, რომ მოძველებულია, 35 წლის ბიჭი ვარ, ხომ უნდა შემიყვარონ, მეც ხომ უნდა შევუყვარდე.“ - განაცხადა ტატიშვილმა „ურუსკესში“.